სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლაშა გეგეჭკორი წერს.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” მიიღო 27.18%.
ეს არის 523 127 ხმა.
აქამდე სულ გვიკვირდა,ამათ აქციებზე ცოტა ხალხი(მაქს.5000)რომ გამოდიოდა და სულ იმის მსჯელობაში იყო ხალხი,თუ ასე ცოტა მომხრე ჰყავთ,არჩევნებზე ამდენ ხმას როგორ იღებდნენ.
ზოგიერთის აზრით,მათ,ხმებს “ქართული ოცნება” უყრიდა-ისინი აცოცხლებენ ნაცებს,მათ აწყობთ მათი არსებობა და თავიანთ ამ,რბილად რომ ვთქვა,მცდარ მოსაზრებას “ნიუტონის ახალი კანონის” ფორმულით ამაგრებდნენ კიდეც: ნაცი=ქოცი.
ბევრი ვხედავდით,ვიცოდით და ვსაყვედურობდით კიდეც “ქართულ ოცნებას,”რატომ მუშაობს საჯარო სამსახურებში ის ხალხი,ვინც მმართველ პარტიას და ხელისუფლებას არ უჭერს მხარს.
ბოლო დღეებში ყველამ დავინახეთ,თუ როგორ უტევდა ეს ხალხი,მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ “ქართულ ოცნებას” და მის ხელისუფლებას.
“მონებო,მოღალატეებო-თქვენ ხართ რუსები!”-ეს იყო და არის მათი მთავარი მესიჯი.
ასე ხდება თითქმის ყველა საჯარო უწყებაში და მათ შორის თბილისის მერიაშიც-სადაც მე ვმუშაობ.
მომწონდა და მხარს ვუჭერდი კახი კალაძის პოზიციას,რომ “ჩვენთან(მერიაში)ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ჰყოფენ,რადგან ადამიანის უფლებაა გამოხატოს მისი აზრი აქციაზე თუ სხვაგან.”
რატომ გამოვიდნენ და გამოდიან ისინი მაქსიმალური რაოდენობით ამ ბოლო დღეებში,პასუხი მარტივია.
29 აპრილის 200 000-იან აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში მოუხადა მის მხარდამჭერებს-მეგონა,ნაცები 2012 წელს დავამარცხე,ეს ასე არ ყოფილა და დაგვპირდა რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ნაცმოძრაობა გ ა ს ა მ ა რ თ ლ დ ე ბ ა!
ეს არის მათი გააფთრების მიზეზი.
საკუთარი რეიტინგი კარგად იციან.ხედავენ ხალხის განწყობას და აშკარაა-არჩევნებზე მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ.
დავალება გაცემულია-გამოცხადდა წითელი დონის მობილიზაცია და ყველამ ჩამოიხსნა ნიღაბი.
საჯარო მოხელე არის ხელისუფლების ნაწილი!
თუ ხელისუფლება რუსია-ისიც რუსია.
მოღალატეა ხელისუფლება?-ისიც მოღალატეა.
თუ ხელისუფლება მონაა-ისიც მონაა.
ოღონდ,კაბინეტებში არ ემიჯნებიან-მხოლოდ არჩევნებზე…
აზრის გამოხატვას არავინ უშლით-ეს მათი უფლებაა.მაგრამ ადამიანი,რომელიც მოღალატეს ეძახის თავისივე რანგის მეორე ადამიანს,ის ვერ იქნება პროდუქტიული.ამ განწყობით ის ვერაფერს ღირებულს ამ ხელისუფლებისთვის და ზოგადად ხალხისთვის ვერ შ ე ქ მ ნ ი ს.
მოვუწოდებ მათ,იყავით ერთგული თქვენი მორალის, პოლიტიკური შეხედულებების,მრწამსის და ნუ “გვაბოლებთ,” დატოვეთ თქვენი სამსახურები.
შუბლზე გაწყვეტილ თქვენს ძარღვს ყველა ვხედავთ.
მივმართავ “ქართულ ოცნების” ხელისუფლებას:
დაასრულეთ კოჰაბიტაცია ყველა დონეზე!
დ ა ა ს რ უ ლ ე თ!“