გივი მიქანაძე როთის განცხადებაზე: ჩვენმა საზოგადოებამ ალბათ კიდევ ერთხელ დაინახა თუ რა არის ამ ადამიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ეს არის ეკლესიაზე თავდასხმა

გივი მიქანაძე როთის განცხადებაზე: ჩვენმა საზოგადოებამ ალბათ კიდევ ერთხელ დაინახა თუ რა არის ამ ადამიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ეს არის ეკლესიაზე თავდასხმა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ გერმანელი დეპუტატის, მიხეილ როთის ეკლესიის საწინააღმდეგო განცხადება შეაფასა.

„ჩვენმა საზოგადოებამ ალბათ კიდევ ერთხელ დაინახა თუ რა არის ამ ადამიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ეს არის ეკლესიაზე თავდასხმა და გუშინაც ერთ-ერთ განცხადებაში გაიჟღერა სწორედ ეკლესიის საწინააღმდეგო განცხადებამ, როდესაც ქართველ ხალხს მიმართავდა გერმანელი დეპუტატი“, - განაცხადა მიქანაძემ.

„როგორ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოში ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით? რომელიც ყველაზე დაახლოებული ორგანოა მმართველი პარტიის. კარგი, სცადეთ. ტვინების გადინება სრული განადგურება იქნება თქვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა მიხეილ როთმა.