გურამ მაჭარაშვილი: კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს და პარლამენტში კი არა, პოლიტიკაშიც არაა მათი ადგილი

გურამ მაჭარაშვილი: კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს და პარლამენტში კი არა, პოლიტიკაშიც არაა მათი ადგილი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტირებით მმართველ გუნდს ამოცანას შეუმსუბუქებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა პარლამენტს ჩამოსცილდება. ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ყველამ იცის კოლექტიური ნაცმოძრაობის ადგილი არც პარლამენტში და არც ზოგადად პოლიტიკაში არ არის.

„ჩვენ, „ხალხის ძალას“, ზოგადად, მიზანი გვაქვს, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა არ არსებობდეს პოლიტიკაში, არათუ პარლამენტში. თუ ამას გაგვიადვილებენ და პარლამენტიდან თვითონ წავლენ, მათ პოლიტიკიდან წასვლაზე უკვე ჩვენ ვიზრუნებთ, იმიტომ, რომ ყველასთვის კარგადაა ცნობილი - კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს და პარლამენტში კი არა, პოლიტიკაშიც არაა მათი ადგილი,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.