ეკა სეფაშვილი: რომელიმე კორუმპირებული ევროპარლამენტარი თუ რამეს გამოქვეყნებს სააკაშვილის და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაქირავებული ლობისტების დახმარებით, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას

ეკა სეფაშვილი: რომელიმე კორუმპირებული ევროპარლამენტარი თუ რამეს გამოქვეყნებს სააკაშვილის და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაქირავებული ლობისტების დახმარებით, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას

„ვიზალიბერალიაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, კანდიდატის სტატუსი - ამ ყველაფერს ხომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მივაღწიეთ. ამის წინააღმდეგ არგუმენტი არ აქვს ოპოზიციას და ამ ახალგაზრდებს ეუბნებიან, რომ ამ ყველაფერს დავკარგავთ, რაც სრული სიცრუეა. არც ერთ ამ მოცემულობას საფრთხე არ ემუქრება.“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, რომელიმე კორუმპირებული ევროპარლამენტარი თუ რამეს გამოქვეყნებს სააკაშვილის და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაქირავებული ლობისტების დახმარებით, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ასეთ ნაბიჯს გადადგამს,

„გამოჰყავთ ბავშვი. გასაგებია, რომ ამ ბავშვს პატრიოტული მოტივები ამოძრავებს, კარგი ბავშვია და მის გულწრფელობაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, მაგრამ წარმოიდგინეთ, იგი ხომ მოატყუეს - შენ ისეთი მთავრობა გყავს, რომ შენი ბრძოლა ახლა აქ გადისო. ახალგაზრდობასაც ასე ატყუებენ, თუმცა მცირეწლოვანი ბავშვები იმიტომ გამოჰყავთ, რომ უკვე იმ სტუდენტობაშიც, როგორც ჩანს ბევრი მოეგო გონს და აღარ გამოვიდა ქუჩაში. წარმოიდგინეთ, ამ ახალგაზრდებს ეუბნებიან - მე მინდა ხელისუფლებაში მოსვლა და მოდი ახლა შენ, წადი მიტინგზე, პოლიციელს ქვა ესროლე, შენ დაგიჭირონ, შენი ქვეყნისთვის ბრძოლაში ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არაუშავს, მთავარია, მე არ დამიჭირონ. ხომ ვნახეთ, რომ ფარულმა ჩანაწერებმა გამოჟონა ამასთან დაკავშირებით.

ასე შეცდომაში შეჰყავთ ეს ახალგაზრდები, მაგრამ იცით მე რა მიკვირს? ამ ახალგაზრდებს რატომ არ უჩნდებათ სურვილი, მეორე მხარესაც მოუსმინონ? ნამდვილად მჯერა, რომ ისინი გულანთებულები არიან და მართლა სჯერათ, რომ ჩვენს ქვეყანას ვიღაც რუსეთისკენ მიაქანებს.

სტუდენტი რას ნიშნავს - ნებისმიერ სპეციალობაში ნებისმიერი მეცნიერის ნაშრომი ემყარება იმას, რომ ნებისმიერი კრიტიკული აზრი განიხილოს. ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში სწორედ ასე მიდის სწავლება, ნებისმიერ სპეციალობაში. ამდენად, სანამ მიტინგზე გავლენ და რამეს გააპროტესტებენ, ამ სტუდენტებს როგორ არ უჩნდებათ კრიტიკული კითხვა, რომ მართალია, ეს ერთი მხარე ამას ეუბნება, მაგრამ გაიგოს ისიც, რას ამბობს მეორე მხარე. ვთქვათ, მოსმენა არ უნდა, მოდით გადავხედოთ ფაქტებს - ვიზალიბერალიაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, კანდიდატის სტატუსი - ამ ყველაფერს ხომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მივაღწიეთ. ამის წინააღმდეგ არგუმენტი არ აქვთ და ამ ახალგაზრდებს კი ეუბნებიან, რომ ამ ყველაფერს დავკარგავთ, რაც სრული სიცრუეა.

არც ერთ ამ მოცემულობას საფრთხე არ ემუქრება. ვიღაც კორუმპირებული ევროპარლამენტარი თუ რამეს გამოქვეყნებს ისევ სააკაშვილის და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაქირავებული ლობისტების დახმარებით, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ამ ნაბიჯს გადადგამს,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა..