„მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომელიც შენობის გარეთ, პარლამენტთან არის შეკრებილი. ყველა ის ახალგაზრდა, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში საქართველოს მომავლის სადარაჯოზეა, ისინი არიან ადამიანები, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ და ვიამაყებთ", - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ახალგაზრდების წინააღმდეგ არაერთი ტროლ-ბოტი და პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს, თუმცა ეს ყველაფერი მათზე არ მოქმედებს.
„მინდა გითხრათ, რომ ეს ქვეყანა იმ ახალგაზრდებისაა, რომლებიც გარეთ დგანან", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.