18 სტუდენტს არ აქვს უფლება ისაუბროს მთელი უნივერსიტეტისა და სტუდენტების სახელით, – ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა, გიორგი კურტანიძემ განაცხადა.
„18-მა სტუდენტმა მთელი უნივერსიტეტის სახელით არ უნდა ისაუბროს. ამ უნივერსიტეტში 2000 ბავშვი სწავლობს, გამოთქმის და საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, მაგრამ არ აქვთ უფლება მთელი უნივერსიტეტის სახელით ისაუბრონ“, - აღნიშნა კურტანიძემ.