ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, პარლამენტის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებების ფორმატში განახლდა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სიძულვილის ენის შემცველი გამოსვლების შემთხვევაში იგი მიკროფონს გათიშავს.
„შევეცდები, რომ პოლიტიკური განცხადებები, სადაც იქნება სიძულვილის ენა, სადაც იქნება შეურაცხყოფა და ა.შ. გავთიშავ, ამ შემთხვევაში მიკროფონს, იმიტომ, რომ ვხედავთ, ეს იწვევს დაპირისპირების ინსპირირებას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში, სადაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს, ერთმანეთს საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ.