პრეზიდენტი კონსტიტუციას ალბათ ვეტოს დონეზეც დაარღვევს, თუმცა შეუძლია, კანონს ხელი არ მოაწეროს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„პრეზიდენტი კონსტიტუციას პერმანენტულად არღვევს. მისი მხრიდან ვეტო ნიშნავს, რომ ვეტოს კონკრეტული მუხლები და ხედვა უნდა ახლდეს, მათ შორის, მოტივირებული შენიშვნები, ამის გარეშე ვეტო არ არის. სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხშიც ვერ გარკვეულა. ალბათ, კონსტიტუციას აქაც დაარღვევს, თუმცა მას შეუძლია, კანონს ხელი არ მოაწეროს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.