ინგრედიენტები
1 თავი დაჭრილი დიდი ხახვი
450 გრამი დაჭრილი ქამა სოკო
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
4 ს/კ უმარილო კარაქი
2 კბილი დაკეპილი ნიორი
1/2 ჭიქა თეთრი ღვინო
2 ჭიქა გრძელი ბრინჯი
4 ჭიქა ქათმის ბულიონი
1 ჩ/კ მარილი, ან გემოვნებით
მწიკვი შავი პილპილი
2 ს/კ კამა მოსართავად
მომზადება
საშუალო ტემპერატურაზე მჭიდრო თავსახურიან ღრმა ქვაბში მოათავსეთ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი და 2 ს/კ კარაქი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და თუშეთ დაახლოებით 5 წუთით. დაუმატეთ დაჭრილი სოკო და თუშეთ სითხის აოთქლებამდე და სოკოს შებრაწვამდე, დაახლოებით 10 წუთით. დაუმატეთ 2 კბილი დაკეპილი ნიორი, კარგად შეურიეთ და თუშეთ 1 წუთით.
შეურიეთ ½ ჭიქა თეთრი ღვინო და თუშეთ 2–3 წუთით. დაუმატეთ ბრინჯი, 4 ჭიქა ბულიონი, 2 ს/კ კარაქი, 1 ჩ/კ მარილი და მწიკვი შავი პილპილი.
აადუღეთ, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა, დააფარეთ და ხარშეთ ბრინჯის მოხარშვამდე და სითხის შეწოვამდე, დაახლოებით 15–18 წუთით. ამოურიეთ და მოაყარეთ დაჭრილი კამა. გემრიელად მიირთვით.