დიდუბის რაიონის გამგეობამ რაიონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი მიულოცა. ომის ვეტერანები დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ, გამგებლის მოადგილეებმა და გამგეობის წარმომადგენლებმა მოინახულეს, გაწეული ღვაწლისთვის კიდეც ერთხელ მადლობა გადაუხადეს და სადღესასწაულო ნობათი გადასცეს.
ამჟამად, დიდუბის რაიონში მეორე მსოფლიო ომის ოთხი ვეტერანი ცხოვრობს. წელს, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.