რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ორი ტრუპის“ პარტია და საზოგადოებამ ეს კარგად იცის

რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ორი ტრუპის“ პარტია და საზოგადოებამ ეს კარგად იცის

„ნაციონალური მოძრაობა“ არის „ორი ტრუპის“ პარტია და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის, აზრობრივად და მენტალურად არაფერი შეცვლილა მათთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი საუბარი მსხვერპლზე არის უკიდურესად ამორალური.

„გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები აკერმანის სახელმძღვანელოების დოქტრინებს აჟღერებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ და მთლიანად რადიკალური ოპოზიციის სახე არის „ორი ტრუპი“, რაზეც ისინი ოცნებობდნენ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. აზრობრივად და მენტალურად არაფერი შეცვლილა მათთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ორი ტრუპის“ პარტია და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა: „ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე გავდივართ, ღმერთმა დაიფაროს, რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა მოხდეს და არავინ იცის, რა სახეს მიიღებს მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია“.