წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერი მიიჩნევს, რომ უკრაინის მარცხის შემთხვევაში, აშშ-ს ომში ჩართვა მოუწევს

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერი მიიჩნევს, რომ უკრაინის მარცხის შემთხვევაში, აშშ-ს ომში ჩართვა მოუწევს

უკრაინის მარცხის შემთხვევაში, აშშ-ს ომში ჩართვა არა მხოლოდ ფულით, არამედ ჯარით მოუწევს, - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა.

„უკრაინის მარცხს ვერ დავუშვებთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მაღალი იქნება იმის ალბათობა, რომ შეერთებულ შტატებს კონფლიქტში ჩართვა მოუწევთ - არა მარტო ჩვენი ფულის, არამედ ჩვენი ჯარისკაცების მეშვეობით“, - განაცხადა პოლიტიკოსმა CBS News-თან ინტერვიუში

მისი აზრით, ვლადიმირ პუტინის მიზანი სსრკ-ს აღდგენაა და უკრაინაში წარმატების შემთხვევაში ის კვლავ დაემუქრება აშშ-სა და ნატოს იმ წევრებს, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღეს დამოუკიდებლობა.

„რესპუბლიკური პარტიაში არსებობს პროპუტინისტების მზარდი ფრაქცია, რომელსაც არ სურს უკრაინის მხარდაჭერა და რატომღაც სჯერა, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების მტერი არ არის“, - განაცხადა მან.

მანამდე უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც ისაუბრა.