ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა -

ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა - "OC Media"-ს ჟურნალისტი, ქვიარ აქტივისტი შოთა ხინჩაგაშვილი საკუთარ „ათ მცნებას“  აქვეყნებს

ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა  -  წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა "OC Media"-ს ჟურნალისტი,  ქვიარ აქტივისტი  შოთა ხინჩაგაშვილი და საკუთარ  „ათ მცნებას“  აქვეყნებს.

„ათი მცნება

  1. ღმერთი არ არსებობს.
  2. როცა კვდები, მართლა კვდები. „იმქვეყნიერი ცხოვრება“ იმისთვისაა რომ ცხოვრებაში არ აკეთო ის, რაც მოსასწრებია სანამ მთლიანად გაქრები.
  3. ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა.
  4. არაფერი „არ სჭირს“ ქართულ ეკლესიას. სმე და მისი საპატრიარქოც ჯერ ფეოდალური ტერორის ნაწილი იყო, შემდეგ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის ნაწილი, მას შემდეგ კი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო სააგენტოა; სკოლაში ნასწავლი სისულელეებით ნუ ცხოვრობ.
  5. ეკლესია თუ იმისთვის გინდა რომ სხვისი კი არა, შენი იდეები იქადაგოს, პოლიტიკის და რელიგიის აღრევა კი არა, მხოლოდ საკუთარი სისუსტე განაღვლებს. გაძლიერდები და იგივეს ჩამდენი ხარ.
  6. ნუ ატყუებ საზოგადოებას რომ ევროპა ლგბტ უფლებებს, გეი პრაიდს და ორზე მეტ გენდერს არ ნიშნავს. მაგასაც ნიშნავს. პატივი ეცი საკუთარ მოსაზრებებს, თუნდაც არაპოპულარული იყოს.
  7. თუ ათეისტი ხარ, ნუ ამბობ რომ „რელიგია მაინც სჭირდება ხალხს“. თუ უღმერთობის „სიბრძნეს შეწვდი“, როგორმე სხვებიც მოახერხებენ, გენიოსი არ ხარ, უბრალოდ უფრო მეტი სახსარი გაქვს.
  8. კი, რელიგიური რწმენა ზოგჯერ ჩაგვრის წინააღმდეგაც გამოიყენება, მაგრამ ნუ აზვიადებ ამას. სასურველის რეალობად გასაღება გულაცრუებით დასრულდება.
  9. რაც უფრო შეეცდები იყო ის რაც არ ხარ, მით უფრო მარტივად მოგაჭამენ თავს ქრისტეს ტომები. ძალა პატივს სცემს მხოლოდ ძალას. გულწრფელობა და სიმართლეც ძალაა.
  10. მშია (სათქმელი ამოვწურე ამიტომ ამით ვავსებ)“ - წერს შოთა ხინჩაგაშვილი Facebook-ზე.

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=2593286160831451&id=100004502778878&mibextid=oFDknk&rdid=GiCvYKDe4pu2NlE8