ილიას სიტყვების მორიგი ინტერპრეტაცია - აქციის მონაწილეებმა თბილისის პირველი საჯარო სკოლის წინ სიტყვები - „ენა, მამული, ერთობა, სარწმუნოება

ილიას სიტყვების მორიგი ინტერპრეტაცია - აქციის მონაწილეებმა თბილისის პირველი საჯარო სკოლის წინ სიტყვები - „ენა, მამული, ერთობა, სარწმუნოება" დაწერეს

„ენა, მამული, ერთობა, სარწმუნოება“ - ილიას სიტყვების მორიგი ინტერპრეტაცია. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა თბილისის პირველი საჯარო სკოლის წინ სანთლებით ეს სიტყვები დაწერეს. აქციის მონაწილეების მიერ, სარწმუნოების უგულებელყოფაზე საზოგადოების მხრიდან შეშფოთების გამოხატვის შემდეგ - სიტყვა სარწმუნოება დააბრუნეს თუმცა, ფრაზის დედანი კვლავ შეცვლილია.

ის ადამიანები, რომლებიც მმართველ გუნდს პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევას სთხოვენ აღდგომის დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთთან შეხვდნენ. ადგილზე მოქალაქეები წითლად შეღებილ კვერცხებს და პასკებს არიგებდნენ, მოვისმინეთ სხვადასხვა პერფორმანსებიც.