სააღდგომო ქაფქეიქები

სააღდგომო ქაფქეიქები

ინგრედიენტები

1 3/4  ჭიქა ფქვილი

1   ჩ/კ საცხობი სოდა

1   ჭიქა შაქარი

1/4  ჭიქა კაკაო

100   გრამი კარაქი

1   ცალი კვერცხი

1   ჭიქა იოგურტი

1/2  ჭიქა რძე

1/2  ჩ/კ ვანილი

12   ცალი კარამელის პატარა კვერცხი

მომზადებ

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. მოუსვით ცხიმი 12–ჭიქიან მაფინის საცხობ ფორმას.

მშრალი ინგრედიენტები დიდ თასზე გაცერით.

გაადნეთ კარაქი, როცა გაგრილდება დაუმატეთ კვერცხი, იოგურტი, რძე და ვანილი. თქვიფეთ კარგად შერევამდე.

მიღებული მასა დაუმატეთ მშრალ ინგრედიენტებს და კარგად ათქვიფეთ.

მაფინის თითოეული ჭიქა ცომით ნახევრამდე შეავსეთ, კარამელის პატარა სააღდგომო კვერცხი შუაგულში მოათავსეთ და დარჩენილი ცომით დაფარეთ.

აცხვეთ 10–15 წუთით.

გააგრილეთ და მორთეთ სააღდგომო ტკბილეულობით.