დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში სანიაღვრე სისტემა ეწყობა

დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში სანიაღვრე სისტემა ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებასაც აქტიურად განაგრძობს.

ამ ეტაპზე, სანიაღვრე სისტემა დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-9, მე-10 და მე-11 კორპუსებთან ეწყობა, რისი არარსებობაც უხვი ნალექის დროს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა.

პროექტის ღირებულება 133 000 ლარს შეადგენს.