„ესენი წარმოადგენენ აბსოლუტურად გან-სულიერებულ არსებებს, რომლებმაც მათში დაბადებიდან ჩადებული უფლის ხატი და მსგავსება არც კი გაყიდეს - უსასყიდლოდ ჩააბარეს სატანას, რომლის რიგებში ჩვენი და ჩვენი ახლობლების სულების გაერთიანებაც სურთ," - წერს ოპოზიციის მისამართით სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ქართველიშვილი წერს, რადიკალები საქართველოში ფაშიზმის ახალი ფორმით დანერგვას ცდილობენ.
„ეს არის ნეო-ნაციზმი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი. ამ რეჟიმის დაბრუნებას ცდილობენ საქართველოში. გერმანულ კლასიკურ ფაშიზმზე გამარჯვებაში ჩვენი პაპების წვლილსაც ვერ გვპატიობენ.
გვიახლოვდება 9 მაისი და ამასაც კიდევ ერთხელ დავინახავთ. მანამდე კი კვლავ „ახალი იმედის" დარბევა სწყურიათ, ჩვენი შვილიშვილების და შვილების, მოხუცებული მშობლების გა-ოსვენციმ-ება და გა-გულაგ-ება. ესენი წარმოადგენენ აბსოლუტურად გან-სულიერებულ არსებებს, რომლებმაც მათში დაბადებიდან ჩადებული უფლის ხატი და მსგავსება არც კი გაყიდეს - უსასყიდლოდ ჩააბარეს სატანას, რომლის რიგებში ჩვენი და ჩვენი ახლობლების სულების გაერთიანებაც სურთ.
კლასიკური „ქსელური მარკეტინგის" პრინციპით - მოგვიყვანე 10 ახალი განსულიერებული და "აბადონის კიბეზე" ახალ ლეველზე...ოღონდ, კი არ აგიყვანთ, არამედ ჩაგიყვანთ. რადგანაც ეს კიბე ზეცისკენ კი არ ადის - ქვესკნელში მიემართება..." - წერს დავით ქართველიშვილი.