გიორგი აბდალაძე: არა ნაცებს! არა მწამებლებს! არა „ორი გვამის“ მომთხოვნ ადამიანებს, რომლებიც დღეს ისევ ქვეყნის არევას, ხელისუფლების დამხობას, რევანშს და სისხლის კალოების მოწყობას გეგმავენ

გიორგი აბდალაძე: არა ნაცებს! არა მწამებლებს! არა „ორი გვამის“ მომთხოვნ ადამიანებს, რომლებიც დღეს ისევ ქვეყნის არევას, ხელისუფლების დამხობას, რევანშს და სისხლის კალოების მოწყობას გეგმავენ

არა ნაცებს! არა მწამებლებს! არა „ორი გვამის“ მომთხოვნ ადამიანებს, რომლებიც დღეს ისევ ქვეყნის არევას, ხელისუფლების დამხობას, რევანშს და სისხლის კალოების მოწყობას გეგმავენ,  – ამის შესახებ ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე სოციალურ ქსელში წერს.

აბდალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარია, როგორმე, სისხლი დაიღვაროს, რადგან ეს მათთვის უჩვეულო და მიუღებელი არასდროს ყოფილა, სხვაგვარად მოქმედება, უბრალოდ, არ იციან. მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლოზუნგები რევანშისტულია და სტუდენტების, ახალგაზრდების ხარჯზე ცდილობენ საკუთარი მიზნების მიღწევას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

„არა ნაცებს! არა მწამებლებს! არა „ორი გვამის“ მომთხოვნ ადამიანებს, რომლებიც დღეს ისევ ქვეყნის არევას, ხელისუფლების დამხობას, რევანშს და სისხლის კალოების მოწყობას გეგმავენ.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარია, როგორმე, სისხლი დაიღვაროს. ამას ელოდებიან ყოველდღე. მათი ლოზუნგები რევანშისტულია, სტუდენტების, ახალგაზრდების ხარჯზე ცდილობენ საკუთარი მიზნების მიღწევას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

ეს ის ხალხია, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნისას, ყველა ადამიანს, ვინც არ აწყობდათ - რუსი, რუსეთის აგენტი დაარქვეს და იგივე მეთოდით აგრძელებენ დღესაც. ასე აღმოვჩნდით მე და ჩემი კოლეგა ფოტორეპორტიორები, ვითომდა რუსეთის აგენტები. სინამდვილეში კი უდანაშაულო ადამიანები ციხეში გვაწამეს და გაგვატარეს ჯოჯოხეთი, რასაც შეეწირა კიდეც ჩემი კოლეგა! არადა, ყველამ კარგად იცოდით, რომ ჩვენ აბსოლუტურად უდანაშაულოები ვიყავით!

პირადად მე, როგორც ერთი, რიგითი მოქალაქე, ადამიანი, რომელმაც საკუთარ ტყავზე, ოჯახზე გამოცადა მთელი ეს უსამართლობა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი აღარასდროს დაბრუნდეს ხელისუფლებაში!

რაც შეეხება გუშინ ღამით, თბილისის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს; ის, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის რთული სანახავი იყო, თუმცა, სამართლიანი იქნება აღვნიშნოთ, რომ პოლიცია რომელსაც აფურთხებდნენ, აგინებდნენ, ესროდნენ ბოთლებს, მოქმედებდა კანონის ფარგლებში! საბედნიეროდ, გუშინ მოლოტოვის კოქტეილები არ დაუშენიათ პოლიციისთვის... ალბათ შემდეგი სერიისთვის აქვთ ჩაფიქრებული იმ ხალხს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარს მიყვება.

ყველა ადამიანი, ვინც ამ პარტიის კარნახით მოქმედებს, ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ დავალებას - დაემხოს ქვეყანა და ჩაებას სისხლისღვრაში!

მე, როგორც ფოტორეპორტიორმა, რომელსაც წლების განმავლობაში არაერთი აქცია გამიშუქებია, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ ის, რაც საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და გადაღებული.

ყოველ ჯერზე ავტვირთავ ფოტოებს და გაჩვენებთ მათ მიერ ჩადენილ სისასტიკეს, დანაშაულს, რაზეც პასუხი ჯერ კიდევ არ უგიათ!

დღეს გვარწმუნებენ, თითქოს, ლევან ხაბეიშვილს ისე გაუსწორდნენ, როგორც თავის დროზე კობა დავითაშვილს და ვალერი გელაშვილს.

კატეგორიულად მიუღებელია, რომ „ორი გვამის“ მომთხოვნი რეჟიმის მიერ ვალერი გელაშვილის და კობა დავითაშვილის და სხვების წამება - ლევან ხაბეიშვილის შემთხვევასთან გავაიგივოთ.

ლევან ხაბეიშვილმა მიაღწია იმას, რაც ჩანაფიქრში ჰქონდა - კამერების თვალწინ შეუვარდა პოლიციელებს. გამოძიება, რა თქმა უნდა, დაადგენს რა და როგორ მოხდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მისი ქმედება იყო პროვოკაცია. მაშინ, როდესაც არც ვალერი გელაშვილი და არც კობა დავითაშვილი აქციაზე არ უცემიათ - მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, პირადად სააკაშვილის და მერაბიშვილის დავალებით გაუსწორდნენ და სასიკვდილოდ გაწირეს.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ გავეშებულ სურვილს, როგორმე სისხლი დაიღვაროს; სისხლისღვრა მათთვის უჩვეულო და მიუღებელი არასდროს ყოფილა, სხვაგვარად მოქმედება, უბრალოდ, არ იციან!

მითუმეტეს, თვითონაც მოეხსენებათ, რომ პოლიტიკურ რეიტინგში ფსკერზე არიან და სასტიკად დამარცხდებიან, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ არჩევნებამდე არ მივიდეს საქმე. „ნაციონალები“ არჩევნებს რომ წააგებენ, ამაზე მეტყველებს „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული აქცია, რომელზეც ყველაზე დიდი ოვაციები ბიძინა ივანიშვილის მიერ, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე რეჟიმის გასამართლების დაპირებას მოჰყვა. ხალხი ფიქრობს, რომ ამ კაციჭამიებს სათანადოდ არ უგიათ პასუხი!

ჩვენ ქვეყანაში ნებისმიერს შეუძლია აზრის გამოთქმა, და ამის გამო არავინ დასჯილა. განსხვავებით იმ პერიოდისგან, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა ქვეყანას.

მაგალითად, 26 მაისს, მომიტინგეებს ტერიტორიიდან გასვლის საშუალება არ მისცეს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სპეცოპერაცია აქციის დაშლის კი არა, მოსახლეობის სასტიკად დასჯისა და წამების მექანიზმი იყო!

ხომ გახსოვთ, 26 მაისს ორი გვამი იქნა აღმოჩენილი და პირადად მე, სწორედ იმის გამო დავისაჯე, რომ ერთ-ერთი მათგანი ცოცხლად მყავდა გადაღებული, გადავიღე, როგორ მიათრევდნენ პოლიციელები. ამის შესახებ ციხეში, უკვე პატიმრობისას შევიტყვე.

ჰოდა, თქვენ გინდათ მითხრათ, რომ „ნაცებს“ ამ ქვეყნისთვის ევროპული მომავალი უნდათ?!

მაგათ რაც უნდათ, აგერ ამ ფოტოებზე შეგიძლიათ ნახოთ... ვისაც უფრო დეტალურად გაინტერესებთ როგორია „ნაცების“ შემოთავაზებული ევროპული მომავალი, ნებისმიერს დაგიჯდებით დებატებში!“ - წერს გიორგი აბდალაძე.~