ინგრედიენტები
3/4 ჭიქა თბილი წყალი (45C)
3 ს/კ კარაქი
1 ს/კ რძის ფხვნილი
1/4 ჭიქა თეთრი შაქარი
3/8 ჩ/კ მარილი
1 ცალი კვერცხი
1 ცალი კვეცხის ცილა
1 ცალი კვერცხის გული
3 ჭიქა ფქვილი
1 ს/კ მშრალი აქტიური საფუარი
3/4 ჭიქა მოცხარის ჩირი
1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
2 ს/კ წყალი
1/2 ჭიქა შაქრის პუდრა
1/4 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
2 ჩ/კ რძე
მომზადება
მოათავსეთ თბილი წყალი, კარაქი, რძის ფხვნილი, 1/4 ჭიქა შაქარი, მარილი, კვერცხი, ცილა, ფქვილი და საფუარი პურის საცხობში და მოზილეთ ცომი.
მოზელის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე, დაუმატეთ მოცხარის ჩირი და დარიჩინი. დატოვეთ საცხობში აფუებლად. (თუ პურის საცხობი არ გაქვთ, შეგიძლიათ ცომი ხელით/მიქსერით მოზილოთ: თავდაპირველად, საფუარი თბილ წყალში გახსენით და 5 წუთით გააჩერეთ. დაუმატეთ ფქვილი, რძის ფხვნილი, შაქარი, მარილი, კვერცხი, ცილა და მოზილეთ. დაუმატეთ დარბილებული კარაქი, დარიჩინი და მოცხარი და გააგრძელეთ ზელა. ცომი ცხიმმოსმულ თასზე გადაიტანეთ, საკვების შესაფუთი ცელოფანი და ქაღალდის ხელსახოცი დააფარეთ და დააცადეთ აფუვდეს, დაახლოებით 1 საათით. შემდეგ, ჩვეულებრივ, მიყევით რეცეპტის შემდგომ ინსტრუქციას.)
გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, დააფარეთ და 10 წუთით დატოვეთ.
გააკეთეთ 12 ბურთულა და მოათავსეთ 22X33 სმ ზომის საცხობ ლანგარზე. დააფარეთ და თბილ ადგილას დადეთ რომ აფუვდეს, დაახლოებით 35–40 წუთით.
ათქვიფეთ კვერცხის გული და 2 ს/კ წყალი. ფუნჯით გადაუსვით ფუნთუშებს.
აცხვეთ 190 C-ზე 20 წუთით. შემდეგ გადმოიღეთ ლანგრიდან და გააგრილეთ რკინის ცხაურზე.
გააკეთეთ ჯვრები: ერთად ათქვიფეთ შაქრის პურდა, ვანილი და რძე. მიღებული მასა გადაიტანეთ კრემის მოსართავ ფორმაში(საკონდიტრო ტომარა) და გააკეთეთ ჯვრის ფორმა თითოეულ ფუნთუშაზე. გემრიელად მიირთვით!