სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „იმედის“ ჟურნალისტის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „იმედის“ ჟურნალისტის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „იმედის“ ჟურნალისტის ლინა პოღოსოვას საქმეზე ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მანამდე ლინა პოღოსოვა უწყებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

ლინა პოღოსოვა 28 აპრილის ღამეს „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური უმცირესობის აქციის დროს პარლამენტთან ჭყლეტაში მოყვა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური უმცირესობის აქციებზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.