გურამ მაჭარაშვილი: საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საქართველოს საზოგადოებამ საბოლოოდ უთხრა უარი მონობას და აირჩია სუვერენიტეტი

გურამ მაჭარაშვილი: საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საქართველოს საზოგადოებამ საბოლოოდ უთხრა უარი მონობას და აირჩია სუვერენიტეტი

„საზოგადოებამ მოისმინა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომელმაც ქართულ საზოგადოებას ერთგვარი ანგარიშიც ჩააბარა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადადო თავი საკუთარი ქვეყნისთვის.“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, საყოველთაო-სახალხო შეკრების შეფასებისას. 

მისი თქმით, საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საქართველოს საზოგადოებამ საბოლოოდ უთხრა უარი მონობას და აირჩია სუვერენიტეტი.

„ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას დაპირებაც მისცა, რომ ისევ გააგრძელებს ყველა ქველმოქმედებას, მათ შორის, პოლიტიკურს, იმისათვის, რომ საქართველომ სუვერენიტეტი შეინარჩუნოს. 

ამ შეკრებაზე საქართველოს საზოგადოებამ საბოლოოდ უთხრა უარი მონობას და აირჩია სუვერენიტეტი. საბოლოოდ უთხრა უარი გაუმჭვირვალობას და აირჩია გამჭვირვალობა. უთხრა „არა“ ურწმუნოებას და „დიახ“ - სარწმუნოებას. ეს არის ჩვენი გზა, საქართველოს გზა. 

საქართველოს საზოგადოების ამ მასშტაბურმა რაოდენობამ ჩვენ, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მივდივართ სწორი, სუვერენიტეტის შენარჩუნების გზით.“ - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.