სასკოლო ტურნირი „დიდუბე 2024“, რომელიც 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს დიდუბის რაიონში მდებარე 15 სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გოგონებისა და ბიჭების გუნდებმა. ფრენბურთის ტურნირის გამარჯვებული გოგონებში 22-ე სკოლა გახდა, ხოლო ბიჭებში გამარჯვების მოპოვება 155-ე სკოლამ შეძლო. შეჯიბრის მიმდინარეობისას, ასევე, გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები და ბომბარდირები. საუკეთესო მოთამაშეები თეკლა თოიძე და ნიკო რიგიშვილი გახდნენ, ხოლო საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი ქეთო ლურსმანაშვილმა და ლუკა ქობალიამ მოიპოვეს. გამარჯვებულებს დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა დავით არეშიძემ საჩუქრად თასები, მედლები, სიგელები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადასცეს.