ინგრედიენტები
2 ცალი კვერცხი
1 ჭიქა რძე
2/3 ჭიქა ფქვილი
მწიკვი მარილი
1 1/2 ჩ/კ მცენარეული ზეთი
მომზადება
მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში 1 საათით.
გააცხელეთ ტაფა საშუალოზე მაღალ ცეცხლზე და მოაცხეთ ცოტაოდენი ცხიმი. მოასხით 1/4 ჭიქა თხევადი ცომი და ისე ამოძრავეთ, რომ გადანაწილდეს მთელ ზედაპირზე. აცხვეთ ორივე მხარე 2-5 წუთის განმავლობაში, სანამ არ შეოქროსფერდება. ეს ინგრედიენტები სამყოფია 8 ცალი კრეფის გამოსაცხობად. მომზადებულ კრეპებს მოაცხეთ სასურველი შიგთავსი და გემრიელად მიირთვით!