კლერ დეილი: ისინი ლაპარაკობენ უცხოურ ჩარევაზე და თვითონ ერევიან დემოკრატიულ პროცესებში საქართველოში, მათ უფრო აინტერესებთ შიდა საქმეებში ჩარევა და არა ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები

კლერ დეილი: ისინი ლაპარაკობენ უცხოურ ჩარევაზე და თვითონ ერევიან დემოკრატიულ პროცესებში საქართველოში, მათ უფრო აინტერესებთ შიდა საქმეებში ჩარევა და არა ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები

ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ არის ძალიან დიდი წყვეტა ევროპარლამენტის ხელმძღვანელობასა და ევროპის მოსახლეობას შორის, - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში ევროპარლამენტარმა, კლერ დეილიმ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია შეაფასა.

„ევროკავშირის მოსახლეობის უმრავლესობა სიტუაციას ხედავს ისე, როგორც მე, ხოლო ხელმძღვანელობა ამას ასე არ ხედავს. სიმართლე არის ის, რომ კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს შემოაქვს, არის ამერიკაში, ევროპის მრავალ ქვეყანაში. რატომ არის ასეთი აღშფოთება ევროპარლამენტში? ჩემი აზრით, მათ უფრო აინტერესებთ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და შიდა საქმეებში ჩარევა და არა ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები, რომელზეც საუბრობენ. ეს არის ხელების გადაგრეხვა. ისინი ლაპარაკობენ უცხოურ ჩარევაზე და თვითონ ერევიან დემოკრატიულ პროცესებში საქართველოში“, - აღნიშნა კლერ დეილიმ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, ვიდრე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვა ძალაში იქნება.