დიღმის მასივში დაზიანებული მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე სამუშაოები დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-6, მე-7, მე-9 და მე-12 კორპუსებთან მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში აღდგება სკვერებში არსებული დაზიანებული ინვენტარი.
პროექტის ღირებულება 60 200 ლარია. მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციის პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან, ირმა ზავრადაშვილთან და გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.