ინგრედიენტები
1 კგ. სტაფილო
1 კგ. კიტრი
მაიონეზი
ნიორი
ოხრახუში
წიწაკა და მარილი
მომზადება
სტაფილო და კიტრი გავხეხე, დავამარილე და 15 წუთის შემდეგ გავავლე წყალი. გავლების შემდეგ კარგად გავწურე.
მიღებულ მასასთან შევაზავე მაიონეზი, ნიორი, ოხრახუში, წიწაკა და მარილი.
სერვირებისთვის გამოვიყენე კიტრის მიკრომწვანილი და ქინძის ყვავილი.