ინგრედიენტები
ქათმის ფილე
2 ცალი მოზრდილი ბოლოკი
1 თავი პატარა ხახვი
მაიონეზი
1 ჩ/კ უცხო სუნელი და ქინძის სუნელი
2 კბილი ნიორი
მარილი, პილპილი, წიწაკა
მომზადება
მოვხარშოთ ქათმის ფილე და დავძიძგნოთ.
ჩავახეხოთ 2 ცალი მოზრდილი ბოლოკი.
ჩავაჭყლიტოთ 2 კბილი ნიორი. ჩავაჭრათ თხლად დაჭრილი თავი ხახვი.
დავამატოთ უცხო სუნელი, ქინძის სუნელი, მარილი, პილპილი და წიწაკა.
მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ. გემრიელად მიირთვით!