დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში ასფალტის მოწესრიგებას განაგრძობს. გამგეობამ მირცხულავას ქუჩაზე 2406 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი განაახლა. სამუშაოები მირცხულავას ქუჩის N1-სა და N3 ა და ბ კორპუსებთან განხორციელდა. პროექტის ჯამური ღირებულება 192 935 ლარია.