დიდუბის რაიონის გამგეობა გორის ქუჩის N12-ში ორსართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს.
აღნიშნულ მისამართზე, სადაც 11 ოჯახი ცხოვრობს, პროექტით გათვალისწინებულია შენობის საძირკვლის გამაგრება, ფანჯრებისა და კარის ღიობების ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება. პროექტის მიხედვით, ასევე, დაზიანებული ნაწილები არმატურის ჯავშანში აღდგება და შეიცვლება დაზიანებული ფანჯრები.
სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საცხოვრებელი შენობის გამაგრების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილდინგი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელებისთვის 70 536 ლარია გამოყოფილი.