თუ გამოიყენებთ სამარხვო კარაქს, უგემრიელეს სამარხვო სალათს მიიღებთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ სტაფილოც.
ინგრედიენტები
1/4 თავი საშუალო მწვანე კომბოსტო
2 ს/კ კარაქი (სურვილისამებრ სამარხვო)
მარილი და პილპილი
მომზადება
ამოჭერით კომბოსტოს გული და ძალიან თხლად დაჭერით.
საშუალო ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე გაალღვეთ კარაქი. როცა კარაქი აშიშხინდება დაუმატეთ კომბოსტო.
შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
ურიეთ დროდადრო და თუშეთ დაახლოებით 10 წუთით.
შეამცირეთ ტემპერატურა, თუშეთ და ხშირ–ხშირად მოურიეთ, სანამ ყავისფერს არ მიიღებს, დაახლოებით 10 წუთით. ფრთხილად იყავით, არ დაიწვას.
გასინჯეთ და თუ სანელებლები ზომიერად ექნება მისართმევად მზად იქნება. მიირთვით ცხელი.