მაკარონი მდნარი ყველით

მაკარონი მდნარი ყველით

ინგრედიენტები

1   შეკვრა მაკარონი ფარფლე

450   გრამი საქონლის ფარში

1   ცალი დაჭრილი პატარა ხახვი

1   ქილა ტომატ-პასტა

230   გრამი ყველი მოცარელა

1/4  ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი

მომზადება

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 200°C-ზე.

დიდი ქვაბი შეავსეთ მცირედად მარილიანი წყლით და მაღალ ტემპერატურაზე მიიყვანეთ აქტიურ დუღილამდე. შეურიეთ 230 გრამიანი მაკარონი ფარფლე (პეპლის ფორმის მაკარონი), კვლავ წამოადუღეთ. დროდადრო ურიეთ. ხარშეთ დაახლოებით 12 წუთით, სანამ კარგად არ მოიხარშება (უნდა შეინარჩუნოს სიმყარე). გადაწურეთ.

თუშეთ ტაფაზე ფარში და ხახვი (სურვილისამებრ) 5 წუთით, სანამ ფარშს მეტ–ნაკლებად არ გადაუვა ვარდისფერი. გადაწურეთ ცხიმი. შეურიეთ 800გრამიანი პასტას სოუსი და მიიყვანეთ დუღილამდე. შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ.

შეურიეთ სოუსს მოხარშული მაკარონი და ერთი სანტიმეტრის კუბებად დაჭრილი ყველი მოცარელას ნახევარი. კარგად აურიეთ. გადაიტანეთ 2 ლიტრი ტევადობის საცხობ ლანგარზე. მოაყარეთ დარჩენილი მოცარელა და პარმეზანი.

აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 15–20 წუთით, სანამ მსუბუქად არ გადაიბრაწება.