კარტოფილი ხახვით

კარტოფილი ხახვით

ინგრედიენტები

კარტოფილი

ხახვი

მარილი

პილპილი

ზეთი

მომზადებ

კარტოფილი გავფრცქვნათ და დავჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად, შემდეგ კი მოვხარშოთ. ძალიან ნუ გადახარშავთ, ცოტათი მაგრები უნდა იყოს. როდესაც მოიხარშება, დროებით ქვაბიდან სხვა ჭურჭელზე გადმოვიღოთ.

ქვაბში ჩავასხათ ზეთი და ჩავყაროთ ბლომად ხახვი (მრგვლად დაჭრილი). ცოტათი მოვხრაკოთ და შემდეგ ზემოდან მოხარშული კარტოფილი დავაყაროთ. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, კარგად ამოვურიოთ და ცოტახნით კიდევ გავაჩეროთ, რომ კარტოფილიც მოითუშოს.

მომზადებული კერძი სურვილისამებრ საყვარელი მწვანილით გავაფორმოთ.