როგორ შევარჩიოთ სკეიტბორდი

როგორ შევარჩიოთ სკეიტბორდი

სკეიტბორდი როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდებისთვის გართობის საყვარელი  საშუალებაა. ეს არის ე.წ. სასრიალო დაფა, რომელსაც გადაადგილებისთვის აქვს 4 ბორბალი.ბაზარზე სკეიტბორდების ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა, შეხვდები სხვადასხვა ფერის, მხიარული დიზაინით გაფორმებულ მოდელებს.

სკეიტბორდი პირველად 1950-იან წლებში გამოიგონეს, კალიფორნიაში და ძალიან მალე მოიპოვა მასობრივი პოპულარობა. ის ექსტრემალურ, ქუჩურ სპორტადაც მიიჩნევა და მიმდევრების საკმაოდ დიდი რაოდენობა ჰყავს.

იმისთვის რომ სკეიტბორდი შეარჩიო, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციის გათვალისწინება.

რა მასალისგან მზადდება სკეიტბორდი?

სკეიტბორდის დაფა:

ტრადიციულად, სკეიტბორდის დაფა მზადდება ნეკერჩხლის ხისგან, ხოლო ზედა ნაწილი ლამინირებულია. ბაზარზე ვხვდებით, ასევე, სხვა გამძლე მასალისგან, მაგალითად, მინა-ბოჭკოსგან ან გამძლე პლასტმასისგან დამზადებულ ვერსიებსაც, რომლებიც მარტივად არ ტყდება და ზიანდება.

თვითწებვადი ლენტი:

სკეიტბორდებს ზედა ნაწილზე აქვთ თვითწებვადი ლენტი, რომლის ზედაპირიც ხორკლიანია და ეფექტური მოჭიდება აქვს. შედეგად, სკეიტბორდზე ფეხი არ ცურავს და უსაფრთხოდ შეგიძლია როგორც სრიალი, ისე სხვადასხვა ტრიუკის გაკეთება.

გორგოლაჭები:

გამძლე სკეიტბორდისთვის, მდგრადი დაფის გარდა ხარისხიანი გორგოლაჭებიც აუცილებელია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის სკეიტბორდის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. გორგოლაჭები, უმეტესად, რკინისგან მზადდება.

ბორბლის შუაგულში მოთავსებული მეტალის მოძრავი ბურთულების ხარისხი კი განსაზღვრავს სკეიტბორდის სიჩქარეს.

რა ზომის სკეიტბორდი გჭირდება

სკეიტბორდის შერჩევისას მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად გავეცნოთ კონკრეტული მოდელის ფიზიკურ მახასიათებლებს.

აუცილებელია, გაიგო რა მაქსიმალური დატვირთვა აქვს სკეიტბორდს და რამდენად შესაბამისი იქნება შენს წონასთან.

სკეიტბორდის დაფის ზომების ცოდნით, გაიგებ, რამდენად ერგება მისი სიგანის პარამეტრი შენი ფეხის ზომას, კომფორტული მანევრირებისთვის. დღეს, ბაზარზე არსებობს უნივერსალური ზომის სკეიტბორდებიც.

საბავშვო სკეიტბორდები

სკეიტბორდებით გართობა ყველა ბავშვისთვის საყვარელი აქტივობაა. ზოგადად, სპორტი და ფიზიკური აქტივობა ძალიან დიდ როლს თამაშობს ბავშვის ფიზიკური და მოტორული უნარების განვითარებაში. ის არის სახალისო და საინტერესო გასართობიც და დიდ როლს თამაშობს ბავშვის ფიზიკურ განვითარებაშიც. სკუტერი ზრდის სხეულის გამძლეობას და წონასწორობის შენარჩუნების უნარს. ამიტომ, ბავშვისთვის სკუტერის ყიდვა იდეალური გადაწყვეტილებაა.

სკეიტბორდი ის ნივთია, რომელზეც თანხის დაზოგვა არ ღირს, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენს უსაფრთხოებასთან.

  • უპირატესობა მიანიჭე ხარისხიან კომპონენტებს და გამძლე კონსტრუქციას
  • უკეთესი პერფორმანსისა და გამძლეობისთვის, აირჩიე სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე ბრენდები
  • საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გაეცანი ინტერნეტ მიმოხილვებს, სანდო წყაროებზე დაყრდნობით და გაითვალისწინე სტატიაში მოცემული რეკომენდაციები და რჩევები

გახსოვდეს, რომ სწორად შერჩეული სკეიტბორდი შენი მხიარული გართობის და უსაფრთხოების გარანტიაა.