ინგრედიენტები
4 ცალი სტაფილო
1 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
200 გრამი ბოსტნეულის ნახარში
80 გრამი ფორთოხლის წვენი
1/2 ჩ/კ ჯინჯერის ფხვნილი
1 ს/კ კარაქი
1 ს/კ ქინძი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
მომზადება
კარაქში ხახვი და ნიორი მოვთუშოთ შემდეგ დავაყაროთ პატარა კუბებად დაჭრილი სტაფილო და დაველოდოთ სტაფილოს დარბილებას.
როცა სტაფილო მზად იქნება დავუმატოთ ბოსტნეულის ნახარში თუ ბოსტნეულის ნახარში არ მოგეპოვებათ დაუმატეთ "გალინა ბლანკას კუბები" შემდეგ დავუმატოთ ფორთოხლის წვენი მარილი პილპირი და ჯინჯერის ფხვნილი და დაველოდოთ ადუღებას
ადუღების შემდეგ გადმოვდგათ წვნიანი და ჩავასხათ ბლენდერში დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და დავაბლენდეროთ.