ინგრედიენტები
300 გრამი პასტა
200 გრამი გოგრა
1 კბილი ნიორი
50 გრამი ბოსტნეულის ნახარში
1/2 ჩ/კ ორეგანო
გემოვნებით დაღერღილი წიწაკა
გემოვნებით მარილი
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
საჭიროებისამებრ წყალი
მომზადება
პასტა მოხარშეთ მარილიან წყალში.
ცალკე მოხარშეთ გოგრა და გააკეთეთ გოგრის პიურე.
ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და დაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი 1-2 წთ-ში დაამატეთ გოგრის პიურე კარგად მოთუშეთ დაამატეთ ბოსტნეულის ნახარში და აადუღეთ მოაყარეთ მარილი დაღერღილი წიწაკა ორეგანო გემოვმებით დაამატეთ პასტა კარგად აურიეთ.
თეფშზე მოაყარეთ პარმეზანი სურვილისამებრ.