ბრინჯი პარმეზანით

ბრინჯი პარმეზანით

ინგრედიენტები

1 1/2  ჭიქა მრგვალი ბრინჯი

5   ჭიქა ქათმის ბულიონი

1   ჭიქა გახეხილი პარმეზანი

1/2  ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო

3   ს/კ უმარილო კარაქი

2   ჩ/კ მარილი

1   ჩ/კ ახლად დაფქული შავი პილპილი

1   ჭიქა ბარდა

მომზადება

ქვაბში მოათავსეთ ბრინჯი და 4 ჭიქა ქათმის ბულიონი. დააფარეთ და ხარშეთ სითხის შეწოვამდე და ბრინჯის მოხარშვამდე.

გადმოდგით გაზქურიდან, დაუმატეთ დარჩენილი 1 ჭიქა ბულიონი, პარმეზანი, ღვინო, დაჭრილი კარაქი, მარილი და პილპილი. კარგად ურიეთ 2–3 წუთით. შეურიეთ ბარდა. მიირთვით ცხელი.