ყველაზე გემრიელი სპაგეტი

ყველაზე გემრიელი სპაგეტი

ინგრედიენტები

900   გრამი კანგაცლილი იტალიური სოსისი

1   თავი დაჭრილი პატარა ხახვი

4   კბილი დაკეპილი ნიორი

800   გრამი დაჭრილი პომიდორი

2   ქილა (170 გრ–იანი) ტომატი

2   ქილა (425 გრ–იანი) პომიდვრის სოუსი

2   ჭიქა წყალი

3   ჩ/კ რეჰანი

2   ჩ/კ გამხმარი ოხრახუშის ფანტელები

1 1/2  ჩ/კ ყავისფერი შაქარი

1   ჩ/კ მარილი

1/3  ჩ/კ დაფქული წითელი წიწაკა

1/4  ჩ/კ ახლად დაფქული შავი პილპილი

1/4  ჭიქა წითელი ღვინო

500   გრამი წვრილი სპაგეტი

პარმეზანი

მომზადებ

ღრმა ქვაბში წვით სოსისი და მორევისას დააქუცმაცეთ.

დაუმატეთ ხახვი და თუშეთ, დროდადრო ურიეთ, ხახვის დარბილებამდე.

დაუმატეთ ნიორი, დაჭრილი პომიდორი, ტომატი, პომიდვრის სოუსი და წყალი.

დაუმატეთ რეჰანი, ოხრახუში, შაქარი, მარილი, წითელი წიწაკა და შავი პილპილი.

კარგად მოურიეთ და წამოადუღეთ.

შეურიეთ წითელი ღვინო.

ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე, ურიეთ ხშირად, სულ მცირე ერთი საათით. თუ დიდი ხნით ადუღებთ სოუსი უფრო კარგი გამოვა.

ცალკე ქვაბში მოხარშეთ სპაგეტი.

სპაგეტი თეფშზე გადმოიღეთ, სოუსი კოვზით მოასხით და მოაყარეთ პარმეზანი. გემრიელად მიირთვით!