ინგრედიენტები
1 1/2 ჭიქა მრგვალი ბრინჯი
5 ჭიქა ქათმის ბულიონი
1 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
1/2 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
3 ს/კ უმარილო კარაქი
2 ჩ/კ მარილი
1 ჩ/კ ახლად დაფქული შავი პილპილი
1 ჭიქა ბარდა
მომზადება
ქვაბში მოათავსეთ ბრინჯი და 4 ჭიქა ქათმის ბულიონი. დააფარეთ და ხარშეთ სითხის შეწოვამდე და ბრინჯის მოხარშვამდე.
გადმოდგით გაზქურიდან, დაუმატეთ დარჩენილი 1 ჭიქა ბულიონი, პარმეზანი, ღვინო, დაჭრილი კარაქი, მარილი და პილპილი. კარგად ურიეთ 2–3 წუთით. შეურიეთ ბარდა. მიირთვით ცხელი.