ყველაზე მოთხოვნადი სარეაბილიტაციო პროცედურები  

ყველაზე მოთხოვნადი სარეაბილიტაციო პროცედურები  

ფიზიკური თერაპიის მკურნალობის არეალი მდგომარეობების ფართო სპექტრს მოიცავს. თერაპიის მიზანია ტკივილის შემსუბუქება,ფუნქციონირებისა,მოქნილობის და ცხოვრების ხარისხის  გაუმჯობესება.თერაპიის დროს გამოყენებული ტექნიკა, ვარჯიშები და პროცედურები მრავალფეროვანია, ისინი ტარდება მანუალურად ან სპეციალური აპარატების მეშვეობით. აქ მოცემულია ფიზიოთერაპიის 6 ძირითადი მეთოდი.

  1. მანუალური თერაპია-მანუალური თერაპია მოიცავს ტექნიკას,როგორიცაა მასაჟი,სახსრის მობილიზაცია და სხვა მანიპულაციები.იგი გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად,სახსრების მოძრაობის გასაუმჯობესებლად და კუნთების დაჭიმულობის შესამცირებლად.ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ზრდის მოძრაობის დიაპაზონს.
  2. სამკურნალო ვარჯიში-ფიზიკური თერაპიის სახეობაა,რომელიც მოიცავს მოქნილობისა, კუნთის ძალის და მოძრაობის გასაუმჯობესებლად შექმნილ სპეციფიკურ ვარჯიშებს.ეს სავარჯიშოები შეიძლება მოიცავდეს გაჭიმვას, რეზისტენტულ  ვარჯიშებს, ბალანსის სავარჯიშოებს და სხვა. 
  3. სიცივისა და სითბოს თერაპია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი და მარტივი პროცედურაა.სითბური თერაპია გამოიყენება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად,კუნთების დაძაბულობის შესამსუბუქებლად და ტკივილის შესამცირებლად.სითბო ხელს უწყობს კუნთის სპაზმისა მოხსნას და  მოქნილობის გაუმჯობესებას.სიცივის თერაპია კი სასარგებლოა ანთებისა და შეშუპების შესამცირებლად,ამსუბუქებს ტკივილს. 
  4. ულტრაბგერითი თერაპია არის მკურნალობის მეთოდი, რომლის დროსაც გამოიყენება ბგერითი ტალღები.თერაპია ტარდება ანთების შესამცირებლად,ტკივილის შესამსუბუქებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.თერაპიის გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი მდომარეობების დროს როგორიცაა ტენდინიტი,ბურსიტი,ართრიტი და სხვა.ულტრაბგერითი ტალღების საშუალებით შესაძლოა ასევე  ფონოფორეზის ჩატარება. ეს არის მეთოდი, რომელიც ადგილობრივად აუმჯობესებს  მედიკამენტის შეწოვის უნარს.
  5. ლაზეროთერაპია - დაბალი ინტენსივობის სინათლის სხივს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ააქტიურებს უჯრედის მეტაბოლიზმს და მიკროცირკულაციას.გამოიყენება ისეთი მდგომარეობებისას, როგორიცაა: ართრიტი, ართროზი, მყესების დაზიანება, ჰემატომა, ტკივილი და სხვა.
  6. ელექტროთერაპია ელექტრული იმპულსების მეშვეობით შესაძლებელია კუნთის ძალის და  ტონუსის გაუმჯობესება,ტკივილის შემსუბუქება, ქსოვილების სისხლმომარაგების გაზრდა,ანთების საწინააღდმეგო, აღდგენისა და რეგენერაციული ეფექტის მიღება.

სარეაბილიტაციო პროცედურების ჩატარება უახლესი აპარატურით „ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრშია“ შესაძლებელი. დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: www.rehabilitation.ge ადგილზე დაგხვდებიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტები, რომლებიც ევროპული და ამერიკული სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. რეაბილიტაციის ცენტრში მაღალი ხარისხის სერვისი და ხელმისაწვდომი ფასებია. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა დაზღვევა ფარავდეს ხარჯებს, რაც ინდივიდუალურად უნდა გადაამოწმოთ თქვენს სადაზღვეო კომპანიასთან. რეაბილიტაციის ცენტრი თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს. ჩასაწერად დარეკეთ: 032 250 15 55