გიორგი გამსახურდია: სანამ გომელაური იქნება მინისტრად, სანამ „ოცნება“ იქნება მმართველ ძალად, მანამდე ძალმომრეობას და ხალხის მიმართ აგრესიას ადგილი არ ექნება

გიორგი გამსახურდია: სანამ გომელაური იქნება მინისტრად, სანამ „ოცნება“ იქნება მმართველ ძალად, მანამდე ძალმომრეობას და ხალხის მიმართ აგრესიას ადგილი არ ექნება

ეს არის თანამედროვე სტანდარტი, ასევე პასუხი ყველას, ვინც ჩვენ უწყებას პოლიტიზებულად მიიჩნევს. ეს არის ფაქტი და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სანამ გომელაური იქნება მინისტრად, სანამ „ოცნება“ იქნება მმართველ ძალად, მანამდე ძალმომრეობას და ხალხის მიმართ აგრესიას ადგილი არ ექნება, - ასე გამოეხმაურა პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას, რომელიც მინისტრმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას გააკეთა.

„ეს არის ასე ვთქვათ, ზვიადის პოლიტიკის გამოძახილიც, როდესაც იძახდა, ჩვენ ისე უნდა გავიმარჯვოთ ჩვენს მოწინააღმდეგეზე, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეც გამარჯვებული დარჩესო. ფუჭია მცდელობა ვახტანგ გომელაურის და უწყების გაშავების, ეგ თავადაც იციან ოპონენტებმა, მაგრამ ნუ გეგმის ნაწილია მათთვის და რას ვიზამთ. თავშივე გეუბნებით (ისევე როგორც ყველა ცხელ თავს თავის დროზე ვეუბნებოდი) განწირულია უშედეგობისაკენ ეს მცდელობა და სხვა რამისკენ მიმართოთ ეს ენერგია აჯობებს (მაგ.ხაჭაპურზე და ლობიანზე).

კიდევ ერთხელ ბრავო ვახტანგ გომელაურს“, - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

თომა 😂😂😂😂+😂
1 წლის უკან