გიორგი ბოტკოველი: რეზოლუცია არ იყო შეთანხმებული ევრონესტზე საქართველოს დელეგაციის ყველა წევრთან

გიორგი ბოტკოველი: რეზოლუცია არ იყო შეთანხმებული ევრონესტზე საქართველოს დელეგაციის ყველა წევრთან

რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპაში. სამწუხაროა, რომ დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ, რომელმაც დღეს რეზოლუცია გაიტანა და მას მხარი ჩვენმა პარტნიორებმა არ დაუჭირეს, ეს რეზოლუცია არ იყო შეთანხმებული ევრონესტზე საქართველოს დელეგაციის ყველა წევრთან. არ ყოფილა საუბარი და ჩვენ არ გვიმსჯელია ასეთი კონკრეტული რეზოლუციის გასვლაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

„მინდა ვთქვა, რომ რეზოლუციის ავტორსა და დელეგაციის ხელმძღვანელს არ უსაუბრიათ ჩვენთან, რომ ასეთი რეზოლუცია უნდა მიღებულიყო. ძალიან სამწუხაროა, ეს რეზოლუცია შედგა იმისთვის, რომ თავიდანვე მხარდაჭერა არ ჰქონოდა და ამიტომ არ შედგა კომუნიკაცია. რა შედეგიც მივიღეთ, რა თქმა უნდა, საზიანოა ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამას პირდაპირ ვიტყვი. ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ეხება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია, მაგრამ როდესაც კონკრეტული რეზოლუციის პროექტი მზადდება, დელეგაციის ყველა წევრთან გავლილი უნდა იყოს. არ ყოფილა არც თხოვნა და არც პოზიციის დაფიქსირების სურვილი დელეგაციის ხელმძღვანელის მხრიდან, რომ ჩვენ მხარი დაგვეჭირა ან არ დაგვეჭირა. ტექსტი პირდაპირ გავიდა ბიუროზე, სადაც მან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა“, - აღნიშნა ბოტკოველმა.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღებენ.

ცუგო- თუნდაც მარტოს რეზოლუციის სათაური უნდა ყოფილიყო საკმარისი, რომ მხარი დაგეჭირათ მისთვის! კომენტარი ზედმეტია!
1 წლის უკან