კარტოფილი შამპინიონით არაჟანში

კარტოფილი შამპინიონით არაჟანში

ინგრედიენტები

8   ცალი კარტოფილი

500   გრამი ქამა სოკო (შამპინიონი)

1   თავი წვრილად დაჭრილი ხახვი

1   ს/კ ფქვილი

ზეითუნის ზეთი შესაწვავად

250   გრამი არაჟანი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადებ

გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით თხელ, მრგვალ ნაჭრებად.

წვრილად დაჭერით ხახვი, დაამატეთ 1 ს/კ ფქვილი და აურიეთ, მოთუშეთ მცენარეულ ზეთში.

დაჭერით სოკო მცირე ზომის ნაჭრებად და შეწვით ტაფაზე, განცალკევებით ხახვისაგან.

დააწყვეთ კარტოფილი საცხობ ფორმაზე, დაამატეთ სოკო, ხახვი, სანელებლები, არაჟანი და აურიეთ კარგად.

შედგით ღუმელში და აცხვეთ 180ᵒ С-ზე 40 წუთის განმავლობაში. კარტოფილი შამპინიონითა და არაჟნით მზადაა, გემრიელად მიირთვით!