გივი ჩხარტიშვილი სამტრედიის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე: სხვა კორპუსებიც არის დაზიანებული. საჭიროების შემთხვევაში თითოეულ მოქალაქეს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩენთ დახმარებას

გივი ჩხარტიშვილი სამტრედიის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე: სხვა კორპუსებიც არის დაზიანებული. საჭიროების შემთხვევაში თითოეულ მოქალაქეს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩენთ დახმარებას

სადაც ღამით კორპუსში აფეთქება მოხდა, სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

როგორც გივი ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აფეთქებამ სხვა კორპუსებიც დააზიანა.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის მოქალაქეები გადაყვანილები არიან სხვადასხვა სასტუმროში. დიდია დაზიანება [შენობის]. სხვა კორპუსებიც არის დაზიანებული. საჭიროების შემთხვევაში თითოეულ მოქალაქეს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩენთ დახმარებას“, - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დაზიანდა რამდენიმე სართული. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა.