გიორგი კახიანი: ვეტინგის მოთხოვნის უკან ინიღბება სასამართლო ხელისუფლების წმენდის და გავლენის მოხდენის მცდელობა

გიორგი კახიანი: ვეტინგის მოთხოვნის უკან ინიღბება სასამართლო ხელისუფლების წმენდის და გავლენის მოხდენის მცდელობა

კეთილსინდისიერების კომპონენტი ჩვენ გავითვალისწინეთ კონსტიტუციურადაც კი, როდესაც ბოლო რეფორმა ხორციელდებოდა და ეს კომპონენტი ისედაც სავალდებულოა მოსამართლეებისთვის, ვიდრე ისინი თანამდებობებზე განწესდებიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

„ამ კომპონენტით მოსამართლეების შემოწმება ისედაც ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის მიხედვით. როდესაც დღეს ასეთ მოთხოვნას აყენებენ, რეალურად ასეთი მოთხოვნის უკან ინიღბება მცდელობა სასამართლო ხელისუფლების წმენდის, სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის და დამორჩილებული სასამართლო ხელისუფლების ყოლის“, - აღნიშნა კახიანმა.

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლება მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, ე.წ. ვეტინგის სისტემაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.

sapiqrali ჩვენ ეს კინო ხომ უკვე ნანახი გვაქვს? როგორც მოსკოვიდან გვიბრძანებდნენ, ისე უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი. ამ უწიგნურმა არასამთავროებმა იქნებ ნიკოლაი ნეკრასოვის ერთი გენიალური ლექსი Забытая деревня წაიკითხონ - «Вот приедет барин!» - საცოდავი გლეხები ბატონს რომ ელოდებოდნენ, ზუსტად ასე გვამუნათებენ დასავლეთით.
1 წლის უკან