თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დაზიანდა რამდენიმე სართული. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა.
აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და დიდუბის რაიონის გამგეობამ ისინი დროებითი საცხოვრებლებით უზრუნველყო.