არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც მელია-გვარამიას გაერთიანებას გამოეხმაურა.
„მე შემიძლია მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ“, - აღნიშნა წითლიძემ.
ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ გაერთიანების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადეს.