დიეტური სუპი

დიეტური სუპი

ინგრედიენტები

5   ცალი საშუალო სტაფილო

3   ცალი საშუალო დაჭრილი ნიახურის ღერო

3   ცალი დიდი დაჭრილი ხახვი ან პრასი

1   კბილი დაკეპილი ნიორი

1   ქილა პომიდვრის კონსერვი

1/2  ცალი ყვავილოვანი კომბოსტო

350   გრამი დაჭრილი მწვანე ლობიო

3   ცალი საშუალო 2.5 სმ. დაჭრილი ყაბაყი

2   შეკვრა თოთო ისპანახის ფოთლები

1/2  ჭიქა დაჭრილი ახალი ოხრახუში

2   ცალი ქათმის ბულიონის კუბიკი

12   ჭიქა წყალი

1   ჩ/კ მარილი

1/2  ჩ/კ დაფქული პილპილი

მომზადებ

მოაცხეთ ქვაბს ცხიმი, დადგით საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე და დაამატეთ 2 სმ. სიგანის ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო, ნიახური, ხახვი და ნიორი. თუშეთ 5 წუთით და დროდადრო ურიეთ.

შეურიეთ პომიდორი (800 გრ.) თავისივე წვენით. პომიდვრები კოვზით დაყავით.

დაუმატეთ ლუკმებად დაჭრილი საშუალო ყვავილოვანი კომბოსტო, დარჩენილი ინგრედიენტები და 12 ჭიქა წყალი.

მაღალ ტემპერატურაზე ადუღეთ და დროდადრო ურიეთ.

მოუკელით ცეცხლს, დააფარეთ და კვლავ ადუღეთ დაბალ ტემპერატურზე. პერიოდულად ურიეთ, გააჩერეთ 15 წუთი (ან ბოსტნეულების დარბილებამდე).

სურვილისამებრ დაუმატეთ მეტი მარილი და პილპილი.