ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო მას მრავალწლიანი სამსახურისთვის სახელმწიფოს წინაშე და წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე

ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო მას მრავალწლიანი სამსახურისთვის სახელმწიფოს წინაშე და წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე

ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო მას სახელმწიფოს წინაშე მრავალწლიანი სამსახურისთვის და წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. ის წლების განმავლობაში ის იყო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე. 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ამ საქმეს ძალიან დიდი წარმატებით. ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მისი ძალისხმევით, მონაწილეობითა და ჩართულობით. მინდა, მადლობა გადავუხადო მას სახელმწიფოს წინაშე მრავალწლიანი სამსახურისთვის და წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე. ზურაბ აბაშიძე დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის, რომ დათანხმდა ჩემს შემოთავაზებას. წარმატებებს ვუსურვებ მას“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი მიხეილ სარჯველაძემ ჩაანაცვლა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა. რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად გიორგი ქაჯაია, პრემიერის მრჩევლად კი ზურაბ აბაშიძე დაინიშნა.