გიორგი ქაჯაია წლების განმავლობაში იყო შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი. დღეიდან ის იქნება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„რაც შეეხება, პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ამ თანამდებობას დაიკავებს გიორგი ქაჯაია, რომელიც წლების განმავლობაში იყო შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი. დღეიდან ის იქნება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ გიორგის“, - აღნიშნა კობახიძემ.