ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა, რომელზეც მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ლევან ჟორჟოლიანი დაიკავებს.
„მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა, რომელიც იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დღემდე. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ბატონი ნიკოლოზ ტყემალაძე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ბატონი გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ბატონი ზურაბ აბაშიძე“, - განაცხადა კობახიძემ.